სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ა.ს. პუშკინი და საქართველო;

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გავაცნობ პუშკინის ბიოგრაფიას. გავიგებთ, თუ რა აკავშირებდა მას საქართელოსთან. მოვიძიებთ პუშკინის ლექსებს საქართველოზე;

პროექტის მიზანი:

  • მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • კვლევა-ძიების, დახარისხების, ჯგუფში მუშაობის უნარები;


პროექტის აქტუალობა:

  • პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ეჩვევიან ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას.
  • იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, იღრმავებენ ცოდნას;


მოსწავლეთა ასაკი: 13 წელი.

პროექტის ვადები: 5 დღე;

მოსალოდნელი შედეგები:

  1. მოსწავლეები ინტერესით იძენენ ინფორმაციას პუშკინის შესახებ. 
  2. მის ბიოგრაფიულ მასალას;
  3. ეს ეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და უვითარებს კითხვის და წერის უნარ-ჩვევებს;


საჭირო რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია, სახელმძღვანელო, სურათები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 

აქტივობა 1 _ გავაცნობ მოსწავლეებს პროექტის თემას;

აქტივობა 2 _ მოსწავლეების მიერ, ამ თემასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;

აქტივობა 3 _ ორგანიზაციული საკითხები:
კლასი მცირერიცხოვანია. მუშაობენ ერთ ჯგუფად, ინაწილებენ ფუნქციებს. ჯგუფი მოიძიებს ლიტერატურას და ფოტომასალას პუშკინის შესახებ. კერძოდ, საქართველოს სამხედრო გზის ხედებს, ვლადიკავკაზის, თბილისის, ბოლნისის ხედებს, სადაც მსახურობდა მისი ძმა და გადასახლებული დეკაბრისტები. მოკლული გრიბოედოვის გადმოსვენების და ქართველი საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები. შემდეგ ერთობლივად წერენ პროექტს და ამზადებენ პრეზენტაციას;

საგნებთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ქართული.
ეროვნული სასწავლო გეგმა უცხო ენა III.


  • შეუძლიათ ერთმანეთთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით;


პროექტის ხელმძღვანელი: რევაზ ჯინორია;

ხელმძღვანელის ელ ფოსტა: jinoriarevaz@gmail.com


No comments:

Post a Comment